ანხელ დი მარია
Aa
Aa

დი მარია: გარნაჩოს ვურჩევ გოლები არა რონალდუს, არამედ მესის სტილში აღნიშნოს

ანხელ დი მარიამ ალეხანდრო გარნაჩოს ხუმრობით ურჩია, რომ გოლები არა რონალდუს, არამედ მესის სტილში აღნიშნოს.

„ერთადერთი, რასაც მის ადგილას არ გავაკეთებდი, არის გოლის კრიშტიანუს მსგავსად აღნიშვნა (იცინის). გოლს გავიტანდი და მესის სტილში ვიზეიმებდი. მე მას ვიცავ. როდრი (დე პაული) მას ყველაზე მეტად ეხუმრება და ესაუბრება. ის მას მუდმივად დასცინის და ასე რომ არა უშავს.

გარნაჩო ძალიან სწრაფი მოთამაშეა და წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს. გამოცდილებას შეიძენს და ნაკრებში მოიტანს, სადაც ასევე ბევრი რამის სწავლა და პროგრესის გაგრძელება შეუძლია.

ვფიქრობ, ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოვა. როცა ახალგაზრდა ვიყავი, მინდოდა თამაშში 30 მომენტი შემექმნა. წლების განმავლობაში ხვდები, რომ ათი უკეთესი ეპიზოდი მეტად ფასობს. მას დიდი, ძალიან დიდი მომავალი აქვს. ყველაფერი დამოკიდებულია მასზე, მის თავზე, მის უნარზე, გაუმკლავდეს ამ ყველაფერს.

ბევრი რამის თქმა არ შემიძლია. ის მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობს და ამას აშკარად აქვს მიზეზი",

- განაცხადა დი მარიამ.

19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „იუნაიტედში“ 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კორუფცია და მუქარა - სამუელ ეტო'ოს ბრალი ედება, FIFA-მ გამოძიება დაიწყო
კორუფცია და მუქარა - სამუელ ეტო'ოს ბრალი ედება, FIFA-მ გამოძიება დაიწყო