სამუელ ეტოო
Aa
Aa

კორუფცია და მუქარა - სამუელ ეტო'ოს ბრალი ედება, FIFA-მ გამოძიება დაიწყო

ფიფას ეთიკის კომიტეტმა სამუელ ეტოოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

The Athletic-ის ცნობით, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, კორუფცია, მატჩების ჩაწყობა და ძალადობის მუქარა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მის პოზიციას.

საქმეში მთავარი მოწმეა კამერუნის ფედერაციის წინა ხელმძღვანელი ნიალა კუან ჯუნიორი. მისი თქმით, ეტოომ ადგილობრივი ჩემპიონატის მრავალი მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა და ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ პირებს, მათ შორის თავად კუან ჯუნიორს დაემუქრა.

ყოფილი ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ეტოომ ჩემპიონატის მატჩი NQSA-სა და Kumba City FC-ს შორის ჩაწყობილი იყო. ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ აღნიშნული მატჩი იყო „ყველაზე სკანდალური კაცობრიობის ისტორიაში" და აღნიშნა, რომ ყოფილი ფეხბურთელი მსაჯებს შესვენებისას ტელეფონით მითითებებს აძლევდა.

Athletic-მა მოიპოვა ელ.წერილი, WhatsApp შეტყობინებები და აუდიოჩანაწერები, რომლებიც ეტოოს დანაშაულს ერთბაშად რამდენიმე ეპიზოდში ადასტურებს.

ფიფამ და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ეტოო ამ საქმეებში მის მონაწილეობას უარყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდმა გამოსასყიდი პუნქტი აამოქმედა - ჩაკვეტაძე ინგლისში დარჩება?
უოტფორდმა გამოსასყიდი პუნქტი აამოქმედა - ჩაკვეტაძე ინგლისში დარჩება?