ბრაიან სარაგოსა
Aa
Aa

გრანადასთან შეთანხმებას მიაღწიეს | ბაიერნმა ბრაიან სარაგოსა წარადგინა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბრაიან სარაგოსა წარადგინა. „რეკორდმაისტერს“ „გრანადასთან“ შეთანხმება მიღწეული ჰქონდა და ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანიაში სეზონის ბოლოს უნდა გადასულიყო, მაგრამ კინგსლი კომანის ტრავმის გამო, „ბაიერნმა“ მისი ნაადრევად გადაყვანა გადაწყვიტა და ესპანურ კლუბს ამის სანაცვლოდ თანხა გადაუხადა.

„მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში, ბაიერნში გადმოვედი და ჩემი მიზანი პროგრესის მიღწევაა. მინდა, გრანადას ერთად გატარებული საოცარი დროის გამო და ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა, მადლობა გადავუხადო. ამას არასდროს დავივიწყებ. ბაიერნში უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ და მოუთმენლად ველი იმას, რაც მომავალში მოხდება“, - განაცხადა სარაგოსამ.

„ფეხბურთში აუცილებელია მოქნილი პოლიტიკა გქონდეს და საჭირო დროს მანევრირება შეგეძლოს. სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ და გვიხარია, ბრაიან სარაგოსა ჩვენთან შეთანხმებულ დროზე ადრე რომ გადმოვიდა. ის ჩვენს შემადგენლობას გააძლიერებს და ბრაიანი ბაიერნში საკუთარ მომავალს ხედავს“, - აღნიშნა „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა.

შეგახსენებთ, რომ ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, BILD-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ „გრანადას“ სარაგოსას სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსებით გათვალისწინებული თანხა დაემატება. გერმანული პრესის მიხედვით, „ბაიერნს“ მისი ნაადრევად გადაყვანა დამატებით 4 მილიონი დაუჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოლიძის მომდევნო მეტოქე: „რომანი კარგი მებრძოლია, გრეპლინგში ძლიერია“
დოლიძის მომდევნო მეტოქე: „რომანი კარგი მებრძოლია, გრეპლინგში ძლიერია“