რომან დოლიძე, ნასურდინ იმავოვი
Aa
Aa

დოლიძის მომდევნო მეტოქე: „რომანი კარგი მებრძოლია, გრეპლინგში ძლიერია“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე მომდევნო ბრძოლას კვირას დილით გამართავს და ნასურდინ იმავოვს დაუპირისპირდება. საფრანგეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელის თქმით, „კავკასიელი“ ძალიან კარგი მებრძოლია და რთულ ჩხუბს ელოდება.

„დოლიძე ძალიან კარგი მებრძოლია და ვიცით, რომ ფიზიკურად ძლიერია, რადგან ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში გამოდიოდა. დოლიძეს შესანიშნავი გრეპლინგი აქვს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მის წინააღმდეგ ვიჩხუბებ.

როგორ წარიმართება ჩვენი ჩხუბი? ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არის შანსი, დგომში დავრჩეთ, არის შანსი, პარტერში გადავიდეთ, არის შანსი, ფინიში ვიხილოთ. გამორიცხული არაფერია და როგორც პარტერში, ისე დგომში ჩხუბისთვის მზად ვარ. დოლიძე გრეპლინგში ძლიერია და პარტერში ძალიან სახიფათოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრეპლინგით მეც გამოვირჩევი და თან, ბრწყინვალე სპარინგები მქონდა“.

შეგახსენებთ, რომ იმავოვს კარიერაში 17 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 12 გამარჯვებაა. იმავოვმა ბოლო ბრძოლა კრის კურტისის წინააღმდეგ გამართა და ბრძოლა No Contest-ად გამოცხადდა, რადგან თავით შეჯახების შემდეგ, კურტისმა ბრძოლა ვერ გააგრძელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდმა გამოსასყიდი პუნქტი აამოქმედა - ჩაკვეტაძე ინგლისში დარჩება?
უოტფორდმა გამოსასყიდი პუნქტი აამოქმედა - ჩაკვეტაძე ინგლისში დარჩება?