ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

პარიზის გრანდ სლემი | ქართველი ჯუდოკების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

2-4 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქი, პარიზი ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 621 სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს ნაკრების ღირსებას 13 ჯუდოკა დაიცავს და ყველა მათგანი ვაჟია. ახლახან, სატურნირო ბადის წილისყრა გაიმართა და ქართველი ჯუდოკების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა.

-60 კილოგრამი წონითი კატეგორია

გიორგი სარდალაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი მისი მეტოქე ფელიპე დაკრუსისა (რეიტინგის 124-ე ნომერი) და დუკ დატ ჩუს (რეიტინგის 161-ე ნომერი) წყვილის გამარჯვებული იქნება. ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ წრეში მექსიკელ არათ ხუარესს დაუპირისპირდება (71-ე ნომერი რეიტინგში).

-66 კილოგრამი წონითი კატეგორია

ლაშა ნადირაძეს პირველ წრეში რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს და რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფ ბაულ ანს შეხვდება, თენგო ზირაქაშვილი კი ორლანდო პოლანკოს დაუპირისპირდება (43-ე ადგილი).

-73 კილოგრამი წონითი კატეგორია

გიორგი ჩიხელიძე მეორე წრეში ჩუსნიდინ კარიმოვს დაუპირისპირდება (რეიტინგის 238-ე ნომერი).

-81 კილოგრამი წონითი კატეგორია

ვლადიმირ ახალკაცი პირველ წრეში საუკეთესოს ვინაობას ტიმო კაველიუსთან გაარკვევს (რეიტინგის 21-ე ნომერი). დიმიტრი გოჩილაიძე ჟოაუ ფერნანდოს (30-ე ნომერი) დაუპირისპირდება.

-90 კილოგრამი წონითი კატეგორია

ლაშა ბექაურის პირველი მეტოქე მოჰაბ ელნაჰასის (132-ე ნომერი) და დანიელ ნიეტო ტრინიდადის (71-ე ნომერი) წყვილის გამარჯვებული იქნება. გიორგი ჯაბნიაშვილი პირველ ბრძოლას ლუის კრიბერ გაინონთან გამართავს (33-ე ნომერი).

-100 კილოგრამი წონითი კატეგორია

ვარლამ ლიპარტელიანი პირველ წრეში ტომა ნიკიფოროვს შეხვდება (მე-19 ნომერი რეიტინგში), მიხეილ ჯაფარიძის მეტოქე ავთარ სინგია (54-ე ნომერი).

+100 კილოგრამი წონითი კატეგორია

საბა ინანეიშვილის პირველი მეტოქე გიანის ანტონიუ გახლავთ (45-ე ნომერი). ირაკლი დემეტრაშვილი მეორე წრეში ამადუ მეიტეს შეხვდება (51-ე ნომერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდმა გამოსასყიდი პუნქტი აამოქმედა - ჩაკვეტაძე ინგლისში დარჩება?
უოტფორდმა გამოსასყიდი პუნქტი აამოქმედა - ჩაკვეტაძე ინგლისში დარჩება?