გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი, უოტფორდი
Aa
Aa

უოტფორდმა გამოსასყიდი პუნქტი აამოქმედა - ჩაკვეტაძე ინგლისში დარჩება?

„უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძე უახლოეს საათებში შესაძლოა ბელგიური „გენტიდან“ გამოისყიდოს.

ცნობილი ბრიტანელი ინსაიდერის, ენდრიუ ფრენჩის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა საიჯარო ხელშეკრულებაში ჩადებული პუნტქი აამოქმედა, რაც ჩაკვეტაძის 2.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვას გულისხმობს.

ფრენჩი წერს, რომ ყველაფერი უახლოეს საათებში გადაწყდება. ინგლისის პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა დღეს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე იხურება და „უოტფორდი“ საქმის ბოლომდე მიყვანას ეცდება.

საგულისხმოა, რომ ინგლისურ კლუბში ჩაკვეტაძისადმი ნდობა საგრძნობლად გაიზარდა. ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ, „შეფილდის“ წინააღმდეგაც ითამაშა და მნიშვნელოვანია, რომ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეშვიდედ მოხვდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფში 25 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. ამასთან, ქართველი შემტევის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაცაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილანელი ტურები სიტუაციის არევას ცდილობენ“ | ალვინო კვარას ახალ კონტრაქტზე
„მილანელი ტურები სიტუაციის არევას ცდილობენ“ | ალვინო კვარას ახალ კონტრაქტზე