ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ტურის სიმბოლურ გუნდში - ზურიკოს კარგი თამაში დაუფასდა

საქართველოს ნაკრების და „ბორდოს“ ფორვარდი, ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

გასული ტურის სიმბოლური თერთმეტეული გულშემატკივრებმა ლიგა 2-ის ვებგვერდზე გამოავლინეს, გამოკითხვის შედეგები კი ჩემპიონატის სოციალურ ქსელებში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის 22-ე ტურში, „ანჟერის“ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და ეს მატჩი მისმა გუნდმა 1:0 მოიგო.

ქართველმა ფეხბურთელმა „ბორდოს“ მაისურით ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, თავი კი 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მისი გუნდი სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრა 3 თებერვალს, „ტრუასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვთქვი, ალბათ შევცდი-მეთქი“ | ბორდოს თავკაცის კომენტარი ზურიკოზე
„ვთქვი, ალბათ შევცდი-მეთქი“ | ბორდოს თავკაცის კომენტარი ზურიკოზე