„მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ“ - FIBA დანია საქართველოზე
FIBA-ს ოფიციალურმა ვებ გვერდმა ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ, 10 გამორჩეული მატჩი დაასახელა, რომელთა გამოტოვებასაც ქომაგებს არ ურჩევენ.
23 თებერვალს პირველ ტურში საქართველო სტუმრად დანიას დაუპირისპირდება. FIBA-ს ათეულში ეს მატჩიც მოხვდა.
„დანიამ საკვალიფიკაციო ეტაპამდე ევრობასკეტ 2025-ის წინასაკვალიფიკაციო სამი რაუნდის გავლის შემდეგ მიაღწია. მათ ევრობასკეტ 2022 გამოტოვეს და 1955 წლიდან დღემდე ელიან ფინალურ ეტაპზე მოხვედრას. პირველ ტურში შინ საქართველოსთან გამარჯვება, მათთვის მიზნის მისაღწევად კარგი სტარტი იქნება.
თავის მხრივ, საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპამდე მოვიდა მას შემდეგ, რაც ზაფხულში FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, ამავდროულად ევრობასკეტის ბოლო მიჯრით 5 გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა - 2022 წლის ჩათვლით, როგორც მასპინძელი.
ასევე არის ვირტუს ბოლონიაში გუნდელების თოკო შენგელიასა და იფე ლუნდბერგის ფაქტორები, რომლებიც თავიანთი ნაკრებებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან“.
- წერს FIBA-ს ოფიციალური გვერდი.
ცნობისთვის, ჩვენს ჯგუფში სერბეთი, ფინეთი და დანია იმყოფებიან.