კაზემირო: “დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია“
მიმდინარე სეზონში, ერიკ ტენ ჰაგის მუშაობით „იუნაიტედის“ გულშემატკივრები კმაყოფილები არ არიან. ნიდერლანდელ სპეციალისტს სპორტულ მედიაშიც აკრიტიკებენ.
CNN-ის ჟურნალისტი კაზემიროს ესაუბრა და ერიკ ტენ ჰაგის მომავალთან დაკავშირებით ჰკითხა, რაზეც ბრაზილიელმა უპასუხა:
კაზემირო:
„მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც წყვეტს ვინ უნდა იყოს მწვრთნელი. ჩვენ ამისთვის კვალიფიციური ხალხი გვყავს. ერიკმა გასულ სეზონში აჩვენა, რომ „იუნაიტედის“ სწორი გზით წაყვანა შეუძლია. რა თქმა უნდა, „მანჩესტერს“ ყოველთვის მეტი და მეტი სურს, მაგრამ გასულ სეზონში ვაჩვენეთ, რომ დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია.
მინდა გითხრათ, რომ ამ გუნდში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ გულშემატკივრები გვეხმარებიან. ამ კლუბს საოცარი ქომაგები ჰყავს და ამით ვამაყობ."
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩნენ, ხოლო პრემიერ ლიგაში 21 ტურის შემდეგ, 32 ქულით მე-9 პოზიციას იკავებენ. სწორედ ამ შედეგებს მოყვა ტენ ჰაგის დაუსრულებელი კრიტიკა.