ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„დაუმთავრებელი საქმე აქვს“ - მოურინიო მანჩესტერში დაბრუნებას უმიზნებს

ჟოზე მოურინიო მზად არის „მანჩესტერ იუნაიტედს“ კიდევ ერთხელ უხელმძღვანელოს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი მზადაა „იუნაიტედში“ დაბრუნდეს და დაწყებული საქმე დაასრულოს.

„მისი ამბიცია მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებაა. ის გრძნობს, რომ დაუმთავრებელი საქმე აქვს მას შემდეგ, რაც ბოლოს ინგლისური კლუბიდან წამოვიდა. და მან მიზნად უკან დაბრუნება დაისახა“,

- თქვა პორტუგალიელის ერთ-ერთმა მეგობარმა Daily Mail-თან საუბრისას.

გარდა ამისა, მოურინიოს სურს „მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა, ამჯერად ჯიმ რეტკლიფისა და INEOS-ის ხელმძღვანელობით. მას სჯერა, რომ კლუბში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვლება.

ჟოზე „რომადან" ცოტა ხნის წინ დაითხოვეს. რომაულ კლუბში მისი ადგილი დანიელე დე როსიმ დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. „მანკუნიანელებთან“ ერთად პორტუგალიელმა ინგლისის სუპერ თასი, ლიგის თასი და ევროპა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ შეთავაზებას ამზადებს - რაშფორდი მათი პრიორიტეტია
პსჟ შეთავაზებას ამზადებს - რაშფორდი მათი პრიორიტეტია