პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი, მარკუს რაშფორდი
Aa
Aa

პსჟ შეთავაზებას ამზადებს - რაშფორდი მათი პრიორიტეტია

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება და „პარი სენ ჟერმენი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კომუნიკაციას ამყარებს.

ფრანგულ კლუბს მარკუს რაშფორდის გადაბირება სურს და მზად არის ამისთვის 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ ინფორმაციას გამოცემა I News ავრცელებს.

პარიზული გრანდი დიდი ხანია ინგლისელ გარემარბს აკვირდება და არაერთხელ სცადა მისი გადაბირება, მაგრამ უშედეგოდ.

ახლა კი ფრანგები იმ სიტუაციით სარგებლობას ცდილობენ, რომელშიც მარკუსია მოყოლილი. „იუნაიტედის“ ვარსკვლავმა ბოლო პერიოდში არაპროფესიონალიზმი გამოავლინა და ხშირად ღამის კლუბებს სტუმრობს და ვარჯიშს ნაკლებ დროს უთმობს.

ამის გამო მან ერიკ ტენ ჰაგის ნდობა დაკარგა და „პარი სენ ჟერმენი“ ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას აპირებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრანსფერის განხორციელება მოესწროს.

Goal.Com წერს, რომ თუ უახლოეს საათებში მხარეები ვერ შეთანხმდებიან, პსჟ აღნიშნულ ტრანსფერზე ზაფხულში აუცილებლად იზრუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ VS მესი არ იქნება - პორტუგალიელი ტრავმირებულია
რონალდუ VS მესი არ იქნება - პორტუგალიელი ტრავმირებულია