ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა და ნაპოლი ვერ თანხმდებიან, ეს არსენალისთვის შანსია...“

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ახალი ხელშეკრულება ჯერაც არ გაუფორმებია. მხარეები ჯერჯერობით სასურველ პირობებზე ვერ თანხმდებიან.

ნეაპოლელები ხელფასის გასამმგაბას სთავაზობენ, თუმცა ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი მეტს ითხოვს, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან ვიქტორ ოსიმენი ახალი ხელშეკრულების მიხედვით, წლიურად 10 მილიონზე მეტს მიიღებს. კვარა კი ამჟამად მხოლოდ 1 200 000 ევროს იღებს.

ბრიტანული გამოცემა Football Transfers-ი წერს, რომ ამ სიტუაციით სარგებლობა ლონდონის „არსენალს“ შეუძლია.

წყარო წერს, რომ „მეთოფეებს“ შეუძლიათ ინტერესი განაახლონ და ქართველი შემტევის პირობები მათ დააკმაყოფილონ.

„არსენალს შეუძლია ნაპოლის სუპერვარსკვლავის მიმართ ინტერესი განაახლოს, რომელიც უკვე დაახლოებით 1 წელია ახალ ხელშეკრულებას და გაუმჯობესებულ პირობებს ელის.

მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ის ნაპოლის ყველაზე დაბალანაზღაურებად მოთამაშეთა სიაში იმყოფება. იგი წლიურად დაახლოებით 1.5 მილიონს გამოიმუშავებს. დე ლაურენტისმა 2023 წელს ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავა და ეს გამორიცხა კიდეც, რამაც ფეხბურთელის გარემოცვა და წარმომადგენლები ძალიან გააბრაზა.

CalcioNapoli24-ის თანახმად, დე ლაურენტისის მიერ შეთავაზებული და კვარას მოთხოვნილი რიცხვები ერთმანეთს სცდება, მათ შორის დიდი უფსკრულია. დე ლაურენტისი არ არის მზად, რომ კვარაცხელიას წლიურად 4 მილიონზე მეტი გადაუხადოს, რაც კვარას სათამაშო ხარისხიდან გამომდინარე დაბალი თანხაა.

ამ ყველაფრის შედეგად, არსებობს ძალიან რეალური შესაძლებლობა ზაფხულში კვარაცხელიამ გუნდიდან წასვლა მოითხოვოს, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

არსენალი უკვე რამდენიმე თვეა ფეხბურთელით აღფრთოვანებულია და შესაძლოა სეზონის ბოლოს მისი შეძენის ახალი მცდელობა ჰქონდეს“.

- წერს Football Transfers-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრები 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრები 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს