კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: ზეწოლა? ეს არის საწვავი, რომელიც გაძლევს საშუალებას, შენი საქმე უკეთ გააკეთო

კარლო ანჩელოტიმ ზეწოლის შესახებ ისაუბრა. როგორ უმკლავდება ის და მისი გუნდი ასეთ დიდ გამოწვევებსა და მასთან თანმდევ უდიდეს ზეწოლას.

- ტოპ 5 ჩემპიონატიდან რომელში იგრძენით ყველაზე დიდი ზეწოლა?

„ჩემი კარიერის დასაწყისში, იტალიის მეორე დივიზიონში. იქ სტრესის გამკლავება ძალიან გამიჭირდა. იმდენად, რომ ჩემს ასისტენტს ვუთხარი - 2000 წელს ვერ მივაღწევდი, ასე მუშაობის გაგრძელება არ შემეძლო. ახლა კი 2024 წელია და მე ჯერ კიდევ ვაგრძელებ სამწვრთნელო საქმიანობას.

თანდათან ეჩვევი და ხვდები, რომ ზეწოლა არის ის საწვავი, რომელიც გაძლევს საშუალებას, შენი საქმე უკეთ გააკეთო“,

- განაცხადა მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა.

64 წლის ანჩელოტი ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში ჩემპიონობა ყველა მათგანში აქვს მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი 1 წლით დაისვენებს - მისთვის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაა
ჩავი 1 წლით დაისვენებს - მისთვის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაა