რონალდუ VS მესი არ იქნება - პორტუგალიელი ტრავმირებულია
მსოფლიო საფეხბურთო სამყარო კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის დაპირისპირებას ელის. ამხანაგურ მატჩში „ალ ნასრი“ „ინტერ მაიამის“ შეხვდება.
სპორტულ მედიაში კი სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილი ხდება, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კუნთის ტრავმის გამო აღნიშნულ დაპირისპირებას გამოტოვებს.
ვეტერანმა თავდამსხმელმა დაზიანება დაახლოებით 2 კვირის წინ მიიღო და იყო იმედი, რომ გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ამ შეხვედრას საფეხბურთო ექსპერტები მესისა და კრიშტიანუს ბოლო დაპირისპირებად ნათლავდნენ.
შეგახსენებთ, რომ „ალ ნასრისა“ და „ინტერ მაიამის“ შეხვედრა 1 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.
ასევე შეგახსენებთ, „ინტერ მაიამი“ 29 იანვარს კიდევ ერთ არაბულ კლუბს „ალ ჰილალს“ შეხვდა და მძიმე ბრძოლაში 3:4 დამარცხდა. აღნიშნულ მატჩში ამერიკული გუნდის მხრიდან გოლები სუარესმა, მესიმ და რუისმა გაიტანეს.