ჩავი 1 წლით დაისვენებს - მისთვის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაა
ჩავიმ „ბარსელონას“ დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პრესასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ 1 წლით ფეხბურთისგან დასვენებას გეგმავს.
As-ის ცნობით, ესპანელს სურს მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. სეზონის დასრულების შემდეგ, ჩავი სამწვრთნელო საქმიანობაში ერთი წლით შესვენებას გეგმავს, როგორც ეს პეპ გუარდიოლამ 2012 წელს კატალონიური კლუბიდან წასვლის შემდეგ გააკეთა.
1-წლიანი შესვენების შემდეგ ჩავი აპირებს ევროპის ტოპ 5 ლიგის ერთ-ერთ კლუბს უხელმძღვანელოს, რომელიც სავარაუდოდ ესპანეთის ფარგლებს გარეთ იქნება - მისთვის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში მუშაობაა, მაგრამ ის ასევე არ გამორიცხავს სერია A-ში ან ბუნდესლიგაში მუშაობის შესაძლებლობას.
წყაროს ცნობით, ჩავი მზადაა განიხილოს შეთავაზებები შვებულების დროსაც. ამავდროულად, ის არ განიხილავს კატარში დაბრუნებას ან სხვა ეგზოტიკურ ჩემპიონატში მუშაობას, რადგან ამას კარიერის გავლილ ეტაპად თვლის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩავი არ გამორიცხავს „ბარსელონაში“ სხვა როლში დაბრუნებას. 1-წლიანი შესვენების დროს ჩავი კლუბთან და ფეხბურთელებთან ურთიერთობას გააგრძელებს.