ყველა დეტალი შეთანხმებულია - ბოატენგი სალერნიტანაში ითამაშებს
ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა, რომ ჯერომ ბოატენგი კარიერას იტალიაში, კონკრეტულად კი „სალერნიტანაში“ გააგრძელებდა.
დღეს, გერმანელი გავლენიანი ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი, ამ საკითხთან დაკავშირებით, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ 35 წლის უკანახაზელსა და „სალერნიტანას“ შორის შეთანხმება შედგა. ბოატენგი იტალიურ გუნდს 6-თვიანი იჯარის წესით შეუერთდება.
პლატენბერგის თვლით, ყველა დეტალი შეთანხმებულია და სამედიცინო შემოწმებაც ხუთშაბათს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ბოლოს 2021 წლიდან „ლიონში“ თამაშობდა. იწერებოდა, რომ ბოატენგი „ბაიერნში“ დაბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
????Excl. News #Boateng: DONE DEAL! The 35 y/o central defender will join Salernitana at least on a 6-months-deal!
— Florian Plettenberg (@Plettigoal) January 31, 2024
➡️ Talk with Inzaghi today
➡️ Medical scheduled for Thursday.
Boateng, ready to play! Deal will be finalized on Thursday with his agent Tolga Dirican.… pic.twitter.com/Ox0G2pjNRh