გოგა ბითაძე, უენდელ კარტერ ჯუნიორი
Aa
Aa

ბითაძის კონკურენტის გაშვებას აღარ აპირებენ | როგორია ორლანდოს გეგმები

NBA-ის მიმდინარე რეგულარულში, ტრეიდების განხორციელების ბოლო ვადა 8 თებერვალია. უცხოური გამოცემები გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ გეგმებზე აქტიურად წერენ და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ქართველი ცენტრის კონკურენტის, უენდელ კარტერ ჯუნიორის მომავალია.

ამერიკელ კალათბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მეჯიქი“ მის გაცვლაზე სერიოზულად ფიქრობდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა. ცნობილი ჟურნალისტის, ბრაიან უინჰორსტის ცნობით, „ორლანდო“ კარტერ ჯუნიორის შენარჩუნებისკენ იხრება და მისი გაშვების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს.

ამერიკელი ცენტრი ბითაძის ერთ-ერთი კონკურენტია და გოგა სასტარტო ხუთეულში მისი ტრავმის შემდეგ გამოჩნდა. ბითაძემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კარტერ ჯუნიორის შესაძლო გაცვლაზე საუბარი ამის გამო დაიწყო, მაგრამ როგორც ჩანს, „ორლანდოს“ მისი მაინც გოგაზე მეტად ეიმედება.

უენდელის დაბრუნების შემდეგ, ქართველს სათამაშო დრო პრაქტიკულად აღარ ეძლევა. ამერიკელი კალათბურთელი „ორლანდოს“ მთავარი ცენტრი გახდა, მისი შემცვლელი კი მორიტც ვაგნერია. ბითაძეს ბოლო 4 შეხვედრაში, საერთო ჯამში 26 წუთზე ოდნავ მეტი აქვს ნათამაშები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერიოზული არაფერი ყოფილა“ - ჯუღელი ნაპოლისთან მოლაპარაკებებზე
„სერიოზული არაფერი ყოფილა“ - ჯუღელი ნაპოლისთან მოლაპარაკებებზე