მატეო პოლიტანო
Aa
Aa

ოფიციალურად | ნაპოლიმ პოლიტანოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მატეო პოლიტანოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. „პარტენოპეიმ“ გარიგების დახურვა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა და დაწერა, რომ პოლიტანო მის ღირსებას 2027 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, პოლიტანოს ანაზღაურება 2.2 მილიონი ევროდან 3 მილიონამდე გაიზრდება, რასაც ბონუსები დაემატება. პირველ წელს, იგი 2.8 მილიონ ევროს მიიღებს, მომდევნო სეზონში კი მისი ანაზღაურება 3 მილიონი გახდება.

იტალიელ გარემარბს კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურებოდა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მას რამდენიმე მსურველი ჰყავდა. „ნაპოლიმ“ წინადადებაც მიიღო და მატეოს გადაბირების სურვილი „ალ-შაბაბმა“ გამოთქვა, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისმა საკუთარი შემტევის გასხვისებაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, პოლიტანოს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 29 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 7 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელთან შეხვედრა დაიგეგმა | რას აპირებს ნაპოლი კვარას კონტრაქტთან დაკავშირებით
ჯუღელთან შეხვედრა დაიგეგმა | რას აპირებს ნაპოლი კვარას კონტრაქტთან დაკავშირებით