„ვთქვი, ალბათ შევცდი-მეთქი“ | ბორდოს თავკაცის კომენტარი ზურიკოზე
„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტ რიერამ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ჟირონდელთა თავკაცმა „ანჟერთან“ გამართული მატჩი გაიხსენა, რომელიც მისმა გუნდმა ქართველი ფეხბურთელის გოლით 1:0 მოიგო და საინტერესო განცხადება გააკეთა.
„ზურიკოს კვირას გამართულ ვარჯიშზე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ანჟერთან დაპირისპირება მისი მატჩი იქნებოდა. შეხვედრის დაწყებამდე, დავითაშვილი ხურდებოდა და დარტყმებზე ვარჯიშობდა. დავინახე, რომ ვერც ერთი ვერ გაიტანა და საკუთარ თავს ვუთხარი, ალბათ, შეცდომა დავუშვი-მეთქი.
მიუხედავად ამისა, შესვენებაზე, ზურიკო გავამხნევე და ვუთხარი: „გოლს აუცილებლად შეაგდებ“. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დაეკარგა და საბოლოოდ, ჩვენ მიერ გაწეულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო“.
შეგახსენებთ, რომ „ანჟერთან“ აღებული სამი ქულის შემდეგ, „ბორდოს“ 28 ქულა დაუგროვდა და საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებს. ჟირონდელები მომდევნო შეხვედრას 3 თებერვალს გამართავენ და ტრუას დაუპირისპირდებიან.