„სერიოზული არაფერი ყოფილა“ - ჯუღელი ნაპოლისთან მოლაპარაკებებზე
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი Calciomercato-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ქართველ ფეხბურთელსა და „ნაპოლის“ შორის ხელშეკრულების გაუმჯობესებას გულისხმობს.
მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ კომენტარში კონკრეტული ინფორმაცია უარყო, თუმცა, აღნიშნა, რომ კლუბთან გარკვეული სახის მოლაპარაკებები მიდის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, Calciomercato-მ დაწერა, რომ მამუკა ჯუღელმა აურელიო დე ლაურენტისის მიერ შეთავაზებული თანხა, რომელიც 4 მილიონ ევროს შეადგენდა, უარით გაისტუმრა.