ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე
Aa
Aa

დოლიძე: „ილია ვოლკს დაამარცხებს, მერაბმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ჩემპიონობას იმსახურებს“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ Metaratings.ru-ს ინტერვიუ მისცა და მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიაზე ისაუბრა. „კავკასიელი“ დარწმუნებულია, რომ „ელ მატადორი“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდება, „მანქანა“ კი ჰენრი სეხუდოს დაამარცხებს.

„საკმარისია თუ არა მერაბის ჭიდაობის დონე, რათა თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონს გაუმკლავდეს? მანქანამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ყველაფერი აქვს, რათა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდეს. პარადოქსია, რომ ქამრისთვის ჯერ არ უჩხუბია. ეს რაღაც მხრივ, მისი ბრალიცაა, თუმცა დრო მოვიდა, ალჯამეინ სტერლინგთან ბრძოლაზე უარის თქმის გამო, მერაბის დასჯა შეწყდეს.

დვალიშვილი დიდი ხანია სატიტულო ბრძოლას იმსახურებს და ეს უამრავჯერ დაუმტკიცებია. სეხუდოს რაც შეეხება, ჰენრი კარგი მებრძოლია, მაგრამ თავისუფალი ჭიდაობა და ჭიდაობა MMA-ში სხვადასხვა რამაა. როგორც აღვნიშნე, მერაბმა დიდი ხანია სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა, იმას კი, სეხუდოს რა შეუძლია, მათი ბრძოლა გვაჩვენებს.

ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ბრძოლა? ილია ახალგაზრდა, მშიერი და გამარჯვებას მოწყურებულია. მისთვის ყველაფერი კარგად აეწყო და წინ და წინ მიდის. ვფიქრობ, UFC-შიც აწყობთ, რომ თოფურია ჩემპიონი გახდეს და მგონია, ყველაფერი აქვს, რათა ვოლკანოვსკი დაამარცხოს. კარგად ჭიდაობს, ძლიერი ხელები აქვს და ვფიქრობ, თებერვალში, UFC-ში პირველი ქართველი ჩემპიონი გვეყოლება“.

შეგახსენებთ, რომ დოლიძე მომდევნო ბრძოლას 4 თებერვალს გამართავს და UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენის ფარგლებში, ნასურდინ იმავოვს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელთან შეხვედრა დაიგეგმა | რას აპირებს ნაპოლი კვარას კონტრაქტთან დაკავშირებით
ჯუღელთან შეხვედრა დაიგეგმა | რას აპირებს ნაპოლი კვარას კონტრაქტთან დაკავშირებით