ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ამ სიტყვების თვითონაც არ სჯერა“ | მოვსარ ევლოევის რეაქცია ილიას განცხადებაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, მოვსარ ევლოევი ილია თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა. „ელ მატადორის“ სიტყვები, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გასამართი საჩემპიონო ჩხუბი მის კარიერაში ერთ-ერთი უმარტივესი იქნება, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა გამოაქვეყნა და მოვსარმა კომენტარი სწორედ ამ პოსტზე დატოვა.

„ამ სიტყვების თვითონაც არ სჯერა“ , - დაწერა დაუმარცხებელმა რუსმა მებრძოლმა.

შეგახსენებთ, რომ ევლოევმა თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბზე რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ვოლკი“ ფავორიტია, თუმცა, ილიას მოგება უფრო აწყობს. მოვსარს სურს, მომდევნო ბრძოლა ტიტულისთვის გამართოს და სჯერა, რომ თოფურია მისთვის უმარტივესი მეტოქე იქნება.

ცნობისთვის, ევლოევი დაუმარცხებელი მებრძოლია და 18-დან 18 გამარჯვება აქვს. მან ბოლო ბრძოლა არნოლდ ალენის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შარშან უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, დღეს კი...“ - ფლორესი კვარაზე და ნაპოლიზე
„შარშან უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, დღეს კი...“ - ფლორესი კვარაზე და ნაპოლიზე