დინამო თბილისს კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს | ხვადაგიანი ისრაელში მიდის
„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი, საბა ხვადაგიანი კარიერას ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელებს. ისრაელური პრესის ინფორმაციით, მისი გადაბირებით „მაკაბი ნეთანია" იყო დაინტერესებული და ქართულ კლუბთან გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
Walla-ს მიხედვით, „მაკაბი ნეთანიამ“ ქართველი ფეხბურთელი 350 000 ევროდ შეიძინა. ხვადაგიანმა ისრაელურ კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა და მას საკუთარი მომავალი 3 წლით დაუკავშირა. რამდენიმე წუთის წინ, ეს ინფორმაცია „მაკაბი ნეთანიამაც“ დაადასტურა.
View this post on Instagram
ხვადაგიანმა Crystalbet ეროვნული ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 32 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. საბა 21 წლისაა და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. ეროვნულ ნაკრებში მას 1 მატჩი აქვს ჩატარებული.
ცნობისთვის, „მაკაბი ნეთანია“ ისრაელის უმაღლეს დივიზიონში, პრემიერ ლიგაში ასპარეზობს და 19 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს.