შეთავაზება აქვს | გაგნიძე დინამო მოსკოვს ზამთარში არ დატოვებს
„დინამო მოსკოვის“ ქართველი ფეხბურთელის, ლუკა გაგნიძის აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა საკუთარი კლიენტის მომავალზე ისაუბრა. ლილუაშვილის თქმით, გაგნიძეს მსურველი ჰყავს, მაგრამ ზამთარში მოსკოვური კლუბის დატოვებას არ აპირებს.
„ლუკას თაობაზე წინადადება გვაქვს, მაგრამ ამ მომენტისთვის, გუნდში რჩება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ზაფხულამდე არანაირი ცვლილება არ მოხდება“.
შეგახსენებთ, რომ გაგნიძე „დინამო მოსკოვს“ 2021 წლის ივლისში შეუერთდა. 20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საგოლე მოქმედება არ ჰქონია.
გაგნიძეს „დინამო მოსკოვთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე ის 2 მილიონ ევროდაა შეფასებული. 2022 წლის მარტში, იგი „რაკუვში“ იყო განათხოვრებული, მაგრამ რუსულ კლუბში დაბრუნდა.