არსენალი, ჩელსი, ლივერპული, იურგენ კლოპი, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

გამოირიცხა - სალაჰი ჩელსისთან და არსენალთან ვერ ითამაშებს

აფრიკის თასზე მოჰამედ სალაჰმა ტრავმა მიიღო. დაზიანება იმდენად რთული იყო, რომ ეგვიპტელ ვარსკვლავს ინგლისში მოუწია გამგზავრება.

საჭირო იყო დამატებითი გამოკვლევა, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდებოდა, თუ რამდენი ხნით იუქმებდა „ფარაონი“.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

კლოპი:

„მოჰამედ სალაჰი ტრავმირებულია. შეიძლებოდა ბევრად უარესი ყოფილიყო, მაგრამ გადავრჩით. ის ამჟამად მიუწვდომელია. ვფიქრობ, „ჩელსისთან“ და „არსენალთან“ ვერ ითამაშებს. ახლა რეაბილიტაციის პროცესშია.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერ ლიგას 48 ქულით ლიდერობს და შემდეგი ორი ტური სწორედ „არისტოკრატებთან“ და „მეთოფეებთან“ ელის.

მეორე ადგილს „მანჩესტერ სიტი“ 43 ქულით იკავებს, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ფეხის დაცდენის შემთხვევაში, „ქალაქელებს“ „ლივერპულის“ გადასწრება შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: “გუნდიდან წასვლა სეზონის დაწყების წინ გადავწყვიტე“
ჩავი: “გუნდიდან წასვლა სეზონის დაწყების წინ გადავწყვიტე“