ბარსელონა, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

ბარსელონას მორიგი პრობლემა - ჟოაუ ფელიქსი ტრავმირებულია

„ბარსელონას“, რომ კრიზისი აქვს ეს ახალი არავისთვის არის. ავტორიტეტული გამოცემა MARCA იუწყება, რომ „ბლაუგრანას“ ბანაკში კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა.

წყაროს ცნობით, დღეს დილას გამართულ ვარჯიშზე ჟოაუ ფელიქსმა ტრავმა მიიღო და „ოსასუნასთან“ გასამართ მატჩს 100%-ით გამოტოვებს.

პორტუგალიელმა შემტევმა მარჯვენა ფეხის ტერფის გვერდითი ლიგატი დაიჭიმა. მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ფელიქსის გარდა კატალონიურ გუნდს ტრავმების გამო გავი, ბალდე, რაფინია, ინიგო მარტინესი, ტერ შტეგენი, სერხი რობერტო და მარკოს ალონსო არ ჰყავს.

ცნობისთვის, ბარსას ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 44 ქულა აქვს და მადრიდის „რეალს“ 10 ქულით ჩამორჩება. „ბარსელონას“ და „ოსასუნას“ დაპირისპირება 31 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კომანის შემცვლელს ეძებენ | ბაიერნი სარაგოსაზე ფიქრობს
კომანის შემცვლელს ეძებენ | ბაიერნი სარაგოსაზე ფიქრობს