ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„უფსკრული მოლაპარაკებებში - დე ლაურენტისის შეთავაზება და ჯუღელის უარი“ | რას წერს Calciomercato

ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის ხელშეკრულების გაუმჯობესების შესახებ არსებულ მოლაპარაკებებზე წერს. სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, დე ლაურენტისი რამდენიმე დღის წინ ქართველი ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ჯუღელს შეხვდა და თავისი კლიენტისთვის ხელფასის გასამმაგება შესთავაზა, თუმცა ჯუღელისგან უარი მიიღო.

რა წერია Calciomercato-ზე:

ექსკლუზიურად შევიტყვეთ, რომ აურელიო დე ლაურენტისმა კონტრაქტის გაუმჯობესების თაობაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ნაპოლის ფეხბურთელის გარემოცვას, კერძოდ კი მამუკა ჯუღელს ხელშეკრულების განახლებაზე ოფიციალური წინადადება წარუდგინა.

ნაპოლი მზად არის კვარაცხელიას ხელფასი გაუსამმაგოს, თუმცა, მისი გარემოცვის პასუხი ჯერჯერობით უარყოფითია. ისინი მიზნად ისახავენ ფეხბურთელის ხელფასი გაცილებით მაღალი იყოს, რაც ნაპოლის მიერ შეთავაზებული ხელფასის თითქმის ორმაგი თანხაა.

შეთავაზებასა და მოთხოვნას შორის ჯერჯერობით დიდი უფსკრულია, რის გამოც მოლაპარაკებების პროცესი რთულდება. სეზონში მოთხოვნილი 7, ან თუნდაც 8 მილიონი ევრო ნაკარნახებია იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც კვარას აგენტები არასდროს მალავდნენ - რომ ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარახელია „ნაპოლიმ“ 2022 წლის ზაფხულში, ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ დროისთვის, ქართველ ფეხბურთელს იტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ანაზღაურების სახით კი წლიურად 1.6 მილიონ ევროს იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მესმის, რატომ აკრიტიკებთ...“ - ფედელემ ვალტერ მაცარი დაიცვა
„არ მესმის, რატომ აკრიტიკებთ...“ - ფედელემ ვალტერ მაცარი დაიცვა