ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

მოვსარ ევლოევი: „თუ ილიამ მოიგო, ჩემთვის უმარტივესი მეტოქე იქნება“

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის სატიტულო ბრძოლაზე პროგნოზი გააკეთა. ევლოევის თქმით, „ელ მატადორი“ უშანსოდ არაა და მისი გამარჯვების შემთხვევაში, სურს, თოფურიასთან საქმე ბოლომდე მიიყვანოს.  

„ვფიქრობ, ვოლკს გამარჯვება შეუძლია, მაგრამ ისლამ მახაჩევის ნოკაუტისა და სრულფასოვანი დასვენებისთვის საჭირო დროის არქონის გამო, თოფურიას შანსი გაუჩნდა. ჩემთვის ილიას გამარჯვება უკეთესია. მე და თოფურიამ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ილიასთან ჩხუბი ჩემს სიაში პირველი უმარტივესი სატიტულო ბრძოლაა“.

შეგახსენებთ, რომ ევლოევმა თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბზე რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ვოლკი“ ფავორიტია. მოვსარს არ უნდა, „ვოლკმა“ კიდევ ერთხელ წააგოს, რადგან მორიგი მარცხი მის მემკვიდრეობაზე ცუდად იმოქმედებს.

ცნობისთვის, მოვსარ ევლოევი და ილია თოფურია არაერთხელ დაჰპირისპირებიან ერთმანეთს სოციალურ ქსელში და მებრძოლები აქტიურად საუბრობდნენ ოქტაგონზე შეხვედრაზე. ევლოევი დაუმარცხებელი მებრძოლია და 18-დან 18 გამარჯვება აქვს. მან ბოლო ბრძოლა არნოლდ ალენის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იდეალური ფეხბურთელია. არ მინდა, რომ წავიდეს“ - რიერამ ზურიკოზე ისაუბრა
„იდეალური ფეხბურთელია. არ მინდა, რომ წავიდეს“ - რიერამ ზურიკოზე ისაუბრა