ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილი: „ბორდოში დარჩენა მინდა, აქ ყოფნა მსიამოვნებს“

„ბორდოს“ ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა სატრანსფერო ჭორებს, თითქოს ფრანგული კლუბი მის გაშვებას აპირებს, წერტილი დაუსვა. „ანჟერთან“ 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ, 22 წლის შემტევმა ინტერვიუ Sud Ouest-ს მისცა და განაცხადა, რომ ჟირონდული კლუბის დატოვებას არ გეგმავს.

„მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ზედიზედ მეორე გამარჯვება ვიზეიმეთ. ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე, მაგრამ ყველაზე მეტად, გუნდის წარმატება მაბედნიერებს. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ პროგრესის მიღწევა შეგვიძლია. არის მომენტები, როცა მარტივ სიტუაციებში ვცდებით და შეგვიძლია, თამაშის სცენარი და რიტმი უკეთ გავაკონტროლოთ. საერთო ჯამში, კარგი თამაში იყო და გამარჯვებას ვიმსახურებდით.

გოლი გავიტანე, მაგრამ ვიცი, რომ ბევრად მეტი შემიძლია და მინდა, უკეთესად ვითამაშო. ჩემი მიზანია, მეტი გოლი, მეტი ასისტი და მეტი საკვანძო პასი გავაკეთო და პოზიციური თამაში გავაუმჯობესო. ეს გოლი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ძალიან დამეხმარება.

ბორდოდან წასვლა? ბორდოს ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბში თამაშის გაგრძელება მინდა. არ ვიცი, პრესაში რა იწერება და რას ამბობენ, მაგრამ აქ ყოფნა მსიამოვნებს“.

შეგახსენებთ, რომ „ანჟერთან“ მატჩში ზურიკომ გოლი გაიტანა და „ბორდომ“ მისი შედეგიანი დარტყმით იმარჯვა. ჟირონდელებს 28 ქულა აქვთ და ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალჯო: „სეხუდოს ფინიში სჭირდება, მსაჯების გადაწყვეტილებით მერაბს ვერ მოუგებს“
ალჯო: „სეხუდოს ფინიში სჭირდება, მსაჯების გადაწყვეტილებით მერაბს ვერ მოუგებს“