სლავებს შორის ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს - დემეტრაძე რუსულ ინტერვენციაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე რუსულ Championat.com-ს ბევრ თემაზე ესაუბრა, მათ შორის საბა საზონოვისა და კონსტანტინე მარადიშვილის საქართველოს ნაკრებში თამაშის საკითხზე (იხილეთ). ინტერვიუს გარკვეული ნაწილი არასაფეხბურთო თემებს ეხება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
- რას საქმიანობდი კარიერის დასრულების შემდეგ?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდი.
- Wikipedia-ში წერია, რომ ჯერ კიდევ ქუთაისის „ტორპედოს’’ პრეზიდენტი ხარ. ეს ძველი ინფორმაციაა?
- არა, არა, ეს ალბათ 1945 წელს იყო, დიდი ხნის წინ.
- რითი ცხოვრობ?
- რაღაც იყო, რაღაც არის. ჯერ საწუწუნო არაფერი მაქვს, ყველაფერი ნორმალურადაა.
- ფეხბურთელის კარიერიდან გამომუშავებული თანხის დანაზოგი გაქვს?
- რა თქმა უნდა ცოტა დანაზოგი მაქვს.
- კახა კალაძე დიდი ადამიანია ახლა?
- რა თქმა უნდა, ის დედაქალაქის მერია.
- არ შეგიძლია მისი ახლოს ნახვა?
- კახა პატიოსანი პიროვნებაა, ის ყველას ხვდება. ისტორიაში თბილისის საუკეთესო მერია.
- ვისი ვერსიით?
- ასეა თბილისის მოსახლეობის აზრით. რეიტინგებში ყოველთვის პირველ ადგილზეა.
- ბოლო ორ წელში თბილისში ბევრი რუსი იმყოფებოდა?
- ძალიან ბევრი. ძირითადად, ბათუმსა და თბილისში.
- როგორი დამოკიდებულება აქვთ ადგილობრივებს ჩამოსულების მიმართ?
- ნორმალური, სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა, აქ ძალიან ბევრი რუსი და უკრაინელია, ისინი ერთად მშვენივრად ცხოვრობენ.
- შენ თანაბრად ღელავ რუსებსა და უკრაინელებზე. არის იმედი რომ ყველაფერი მალე დასრულდება?
- ჩემთვის ამ თემაზე საუბარი ძალიან მტკივნეულია. პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ სლავებს შორის ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ეს ნონსენსია. დაე, მსოფლიოში მშვიდობა იყოს.