საბა საზონოვი, კონსტანტინ მარადიშვილი, გიორგი დემეტრაძე
Aa
Aa

დემეტრაძე: „მარადიშვილი და საზონოვი სწორად მოიქცნენ, საქართველო რომ აირჩიეს“

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი დემეტრაძემ Championat.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. დემეტრაძემ საბა საზონოვსა და კონსტანტინე მარადიშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი სწორად მოიქცნენ, საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში რომ გადაწყვიტეს.

„ვემხრობი თუ არა მარადიშვილისა და საზონოვის საქართველოს ნაკრებში თამაშს? ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა! სწორი არჩევანი გააკეთეს, ისინი ხომ ქართველები არიან! რუსეთის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპებზე ვერ თამაშობს და არავინ იცის, მათ როდის დაუშვებენ, საქართველოს მაისურით კი შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება მიეცეთ. სანამ ახალგაზრდები არიან, შანსი უნდა გამოიყენონ.

რატომ აქვს ხვიჩას ჩავარდნა? ვერ ვიტყოდი, რომ ჩავარდნა აქვს. კვარაცხელია ახალგაზრდა ფეხბურთელია და დიდი დატვირთვის ქვეშაა: ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი, ნაკრები... ვფიქრობ, ფორმას აკრეფს და მოუმატებს“.

შეგახსენებთ, რომ დემეტრაძე სხვადასხვა დროს „დინამო თბილისის“, „ფეიენოორდის“, „ალანიას“, „დინამო კიევის“, „სოსიედადის“, მოსკოვის „ლოკომოტივის“, დონეცკის „მეტალურგის“, კიევის „არსენალისა“ და „ბაქუს“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იდეალური ფეხბურთელია. არ მინდა, რომ წავიდეს“ - რიერამ ზურიკოზე ისაუბრა
„იდეალური ფეხბურთელია. არ მინდა, რომ წავიდეს“ - რიერამ ზურიკოზე ისაუბრა