მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

ალჯო: „სეხუდოს ფინიში სჭირდება, მსაჯების გადაწყვეტილებით მერაბს ვერ მოუგებს“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბზე ისაუბრა. „ალჯომ“ განაცხადა, რომ ბრძოლისას „მანქანის“ კუთხეში იქნება და დასძინა, რომ დვალიშვილს აქვს სტილი, რომელიც „ტრიპელ სის“ დამარცხებაში დაეხმარება.

„მერაბს ვუთხარი, რომ თუ უნდოდა, კუთხეში სხვა დაეყენებინა, პრობლემა არ მქონდა. დვალიშვილი ჩემიანია და მის ბრძოლას კუთხეში ყოფნის გარეშეც დავესწრებოდი, მაგრამ მითხრა, რომ სურდა, მის კუთხეში ვყოფილიყავი და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

ვფიქრობ, მანქანას სეხუდოს დასამარცხებლად საჭირო სტილი აქვს. ჰენრი კარგი მებრძოლია, მაგრამ გასამარჯვებლად ფინიში სჭირდება და არ მგონია, დვალიშვილს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგოს. მერაბს ვუთხარი, რომ სეხუდოს აქვს ხრიკები, რომელთა გამოყენებასაც შეეცდება და მანქანა მათ არ უნდა წამოეგოს. ამაზე ვიმუშავებთ და ვეტყვი, რა უნდა გააკეთოს, რათა მეტოქე იმ პოზიციაში გადავიყვანოთ, რომელიც გვაწყობს“.

შეგახსენებთ, რომ სეხუდოს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ჯერ იმარჯვა. UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგა ბოლო ბურთის მოსახსნელად შეიყვანეს | ორლანდომ დალასთან 16-ქულიანი უპირატესობა გაანიავა
გოგა ბოლო ბურთის მოსახსნელად შეიყვანეს | ორლანდომ დალასთან 16-ქულიანი უპირატესობა გაანიავა