ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, ალბერტ რიერა
Aa
Aa

„იდეალური ფეხბურთელია. არ მინდა, რომ წავიდეს“ - რიერამ ზურიკოზე ისაუბრა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერ „ანჟერს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ქართველი შემტევის გოლით, 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტ რიერამ ჟურნალისტებთან ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და ზამთარში მისი კლუბიდან წასვლა გამორიცხა.

რა თქვა რიერამ:

შემიძლია ვუთხრა, თუ არა პრეზიდენტს, რომ ამ გამარჯვების შემდეგ გუნდიდან არავინ წავა? ალბათ ზუკას და ელისს გულისხმობთ, ყოველი შემთხვევისთვის, ჭორები ამ ორ სასტარტოს მოთამაშეზე მიუთითებს. ალბათ, წასვლას არ აპირებენ და ჩემთან დარჩებიან. ცოტა ხნის წინ ითქვა, რომ ერთ-ერთი ფეხბურთელი გუნდიდან ჩემს გამო წავიდა (სავარაუდოდ სტიან გრეგერსენს გულისხმობს), მაგრამ ასე არ არის, ეს უდიდესი ხუმრობაა... ფეხბურთელი აქ ბედნიერი იყო და სათამაშო დროს მუდამ იღებდა... ზუკას და ელისს აქ დარჩენა სურთ და ჩვენს სათამაშო სტილში თავს კარგად გრძნობენ. ისინი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის იდეალური ფეხბურთელები არიან. გუნდიდან არავის წასვლა არ მინდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ბორდო“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-13 ადგილზე დამკვიდრდა, ზურიკოს კი 21 თამაშში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ალბერტ რიერას გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 თებერვალს, სტუმრად „ტრუასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ არ მოგვეცით მამარდასთვის პრიზის გადაცემის უფლება?“ - ვალენსიას ფანების პროტესტი
„რატომ არ მოგვეცით მამარდასთვის პრიზის გადაცემის უფლება?“ - ვალენსიას ფანების პროტესტი