სანდრო მამუკელაშვილი, დევინ ვესელი, ვიქტორ ვემბანიამა, კაილ კუზმა
Aa
Aa

მამუკელაშვილს ისევ არ უთამაშია | სან ანტონიომ ვაშინგტონთან წააგო

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსის“ 2-მატჩიანი წაუგებელი სერია „ვაშინგტონ უიზარდსთან“ დასრულდა. გრეგ პოპოვიჩის ბიჭებმა საკუთარ კედლებში იასპარეზეს და ცუდი ბოლო მეოთხედის გამო, 113:118 წააგეს.

„სან ანტონიო“ გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე 6 ქულით იგებდა, მაგრამ ბოლო 12 წუთში მხოლოდ 20 ქულა ჩააგდო, მეტოქისგან კი 31 მიიღო და მიმდინარე რეგულარულ სეზონში 37-ე მარცხი იწვნია.

სამწუხაროდ, მამუკელაშვილს სათამაშო დრო არც „უიზარდსის“ წინააღმდეგ მიუღია, მისი გუნდის რიგებში კი საუკეთესო დევინ ვესელი იყო - 24 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი. ვიქტორ ვემბანიამამ ორმაგი დუბლი გააკეთა - 22 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 3 დაფარება. ჯედი ოსმანს 20 ქულა ჰქონდა. „ვაშინგტონს 18 ქულითა და 11 მოხსნით კაილ კუზმამ ულიდერა. დანიელ გაფორდი 16 ქულითა და 13 მოხსნით გამოირჩა, ხოლო ტაიუს ჯონსმა და მარვინ ბეგლი მესამემ 15-15 ქულა დააგროვეს.

„სან ანტონიოს“ 10 მოგება და 37 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო გახლავთ. გრეგ პოპოვიჩის ბიჭები მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ არ მოგვეცით მამარდასთვის პრიზის გადაცემის უფლება?“ - ვალენსიას ფანების პროტესტი
„რატომ არ მოგვეცით მამარდასთვის პრიზის გადაცემის უფლება?“ - ვალენსიას ფანების პროტესტი