იანიკ სინერი, ავსტრალიის ღია პირველობა, დარენ კეჰილი
Aa
Aa

დარენ კეჰილი - იანიკ სინერის წარმატების უცნობი გმირი

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში იტალიელმა იანიკ სინერმა რუსი დანიილ მედვედევი 5-სეტიან ტრილერში 3:6, 3:6, 6:4, 6:4, 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა. შეხვედრა, რომელიც 3 საათსა და 46 წუთს გაგრძელდა, სინერი 2:0 მარცხდებოდა, თუმცა, მატჩის შემოტრიალება შეძლო.

საგულისხმოა, რომ სინერის მწვრთნელი ლეგენდარული ავსტრალიელი სპეციალისტი, დარენ კეჰილია, რომელმაც იტალიელი ჩოგბურთელის გარდა ავსტრალიის ღია პირველობის მოგებაში სამ ჩოგბურთელს დაეხმარა - ლეტიონ ჰიუიტს, ანდრე აგასის და სიმონა ჰალეპს.

მედვედევთან გამარჯვების შემდეგ, სინერმა სიტყვით გამოსვლის დროს მის წარმატებაში კეჰილის მიერ შეტანილი წვლილი გამოარჩია და ავსტრალიელ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

რა თქვა სინერმა:

ვფიქრობ, ჩემზე უკეთ იცით, რატომ მოვიგე გათამაშება. დღეს მთელი დღის განმავლობაში მშვიდად ვიყავი, მან შეძლო, რომ მთელი ჩემი გუნდისთვის სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ის ძალიან კარგი ადამიანია. მას ზურგს დიდი ოჯახი უმაგრებს, რაც განსაკუთრებულ მწვრთნელად აქცევს.

ცნობისთვის, ავსტრალიელი სპეციალისტი იანიკ სინერის მწვრთნელი 2022 წელს, უიმბლდონიდან გამოვარდნის შემდეგ გახდა, სადაც იტალიელი ჩოგბურთელი ლეგენდარულ ნოვაკ ჯოკოვიჩთან 1/4 ფინალში, 5-სეტიან დაპირისპირებაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები