საბა საზონოვი, ივან იურიჩი, ალესანდრო ბუონჯორნო
Aa
Aa

საზონოვის დრო მოვიდა - Corriere ქართველ მცველზე წერს

ტურინული გამოცემა Corriere Torino „ტორინოს’’ ქართველი ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის შესახებ წერს.

Corriere Torino: „საბა საზონოვის დრო მოვიდა. ქართველ გიგანტს დაცვის ცენტრში თამაშის შესაძლებლობა აქვს, „კალიარისთან’’ სამი მომენტის გადაწყვეტის შემდეგ უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს.

კოფი ჯიჯი მარჯვენა ცენტრალურ მცველად დაბრუნდება, მარცხენა ცენტრალურ მცველად როდრიგესი ითამაშებს, ცენტრში საზონოვი იქნება. კაპიტანი ბუონჯორნო ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც ივან იურიჩი ყოველთვის სასტარტოში ათამაშებს, თუმცა ახლა ბუონჯორნო დისკვალიფიცირებული და ტრავმირებულია. იურიჩი ბუონჯორნოს პოზიციაზე საბა საზონოვს ხედავს’’.

21 წლის საბა საზონოვი, რომელიც „ტორინოს'' გასულ ზაფხულში შეუერთდა, ტურინულ კლუბში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვის. საბამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში მხოლოდ მე-7 ტურში ჰელას „ვერონასთან'' ითამაშა, თუმცა 27-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

მე-9 ტურში მილანის „ინტერთან'' 39 წუთი გაატარა მინდორზე, თუმცა ამ მატჩიდან გამომდინარე იურიჩი მისი თამაშით უკმაყოფილო იყო, რის შემდეგაც საბა 8 მატჩი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ბოლო პერიოდში იურიჩი ქართველს აქებს, ბოლო სამ შეხვედრაში ცვლილებაზე ათამაშა, ბუონჯორნოს ფაქტორიდან გამომდინარე მისი სასტარტოში გამწესება მოსალოდნელია.

სერია ა-ს მომდევნო ტურში „ტორინო'' „სალერნიტანას'' მიიღებს. დიდი ალბათობით, საზონოვი ამ მატჩს სასტარტოში დაიწყებს (4 თებერვალი, 15:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები