კარგი თამაში დაუფასდა - ნინიაშვილი TOP 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა
საფრანგეთის TOP 14-ის გასულ ტურში „ლიონი“ „პერპირიანს“ დაუპირისპირდა და 36:24 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი დავით ნინიაშვილმა შეიტანა, რომელმაც 3 ლელოში მიიღო მონაწილეობა.
ქართველმა მორაგბემ მატჩი სრულად ჩაატარა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ნინიაშვილის კარგი თამაში დაუფასდა და TOP 14-ის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ცნობისთვის, 13 ტურის შემდეგ, „ლიონს“ 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ქართველი ვარსკვლავის გუნდი „კლერმონს“ დაუპირისპირდება.
Midol #top14 team of the weekend pic.twitter.com/2AuwyLaChT
— Mike Pearce Rugby (@MPsportsdragon) January 29, 2024