შონ ომალი, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ალექსანდრე თოფურია: „ომალისთან ჩხუბი? დარწმუნებული ვარ, დავამარცხებ“

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ ალვარო კოლმენეროს ინტერვიუ მისცა. თოფურიამ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონზე, შონ ომალიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „შუგას“ დამარცხებაში დარწმუნებულია.

„ომალისა და ჩიტო ვერას ჩხუბი? ორივე მათგანს უდიდეს პატივს ვცემ. ნამდვილი გლადიატორები და ბრწყინვალე მებრძოლები არიან. მათთან ჩხუბამდე, ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი და უნდა ვაჩვენო, რომ უმაღლეს დონეზე ვიმყოფები.

იმედი მაქვს, მოვა დღე, როცა ჩემი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მექნება. თუმცა, დღეს ომალის რომ ვეჩხუბო, დარწმუნებული ვარ, დავამარცხებ. ამ მომენტისთვის, მთლიანად ილიას ბრძოლაზე ვართ ორიენტირებული და შემდეგ ყურადღებას ჩემს ბრძოლაზე გადავიტანთ“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიამ MMA-ში 6 ბრძოლა გამართა, მის ანგარიშზე კი 5 მოგება და 1 მარცხია. ბოლოს მან იოჰან სეგასის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე პირველ რაუნდში დააფინიშა. „ელ მატადორის“ თქმით, ალექსანდრეს მალე UFC-ში ვიხილავთ და იგი მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში სადებიუტო ბრძოლას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რობერტ უიტეკერი: „თოფურია ვოლკანოვსკისთვის ურთულესი ტესტი იქნება“
რობერტ უიტეკერი: „თოფურია ვოლკანოვსკისთვის ურთულესი ტესტი იქნება“