დევინ ბუკერი, გოგა ბითაძე, კევინ დურანტი, პაოლო ბანკერო, მორიტც ვაგნერი
Aa
Aa

გოგას მცირე სათამაშო დრო და 1 დაფარება | ორლანდომ ფინიქსს მოუგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ფლორიდელები საკუთარ კედლებში „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდნენ და ცუდად ჩატარებული პირველი მეოთხედის მიუხედავად, 15 ქულით იმარჯვეს.

„მეჯიქმა“ პირველი პერიოდი 26:37 წააგო, თუმცა, მეორე მეოთხედის ბოლოს ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა - 51:56. „ორლანდომ“ მატჩის ბედი ბოლო თორმეტწუთეულში გადაწყვიტა, რომელიც ფენომენალურად ჩაატარა, 31:13 მოიგო და საბოლოოდ, 113:98 იმარჯვა.

გოგა ბითაძე ამჯერადაც სასტარტო ხუთეულის მიღმა დარჩა და თამაშში მაშინ ჩაერთო, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 1 წუთი და 56 წამი გაატარა და მის ანგარიშზე ერთი დაფარებაა.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო - 26 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა. გოგას ერთ-ერთმა კონკურენტმა, მორიტც ვაგნერმა 16 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, მარკელ ფულტცმა კი 14 ქულა მიითვალა. „ფინიქსის“ მხრიდან ბრწყინვალე იყო დევინ ბუკერი, რომელმაც მატჩი 44 ქულით დაასრულა. ბუკერს ბოლო 3 შეხვედრაში 152 ქულა აქვს ჩაგდებული, რაც საოცარი შედეგია, მაგრამ მისმა გუნდმა მხოლოდ 1 თამაში მოიგო. ისტორიული საღამო ჰქონდა კევინ დურანტს. „კეიდიმ“ 15 ქულა გააკეთა და კარიერაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით, 28 000-ქულიანი ნიშნული გადალახა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 24 მოგება და 22 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „დალას“ მავერიქსია“, რომელსაც 30 იანვარს, სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საოცრებები 7 წამით ადრე - ლებრონის სამმაგი დუბლი და კარის 46 ქულა
საოცრებები 7 წამით ადრე - ლებრონის სამმაგი დუბლი და კარის 46 ქულა