Rugby Europe 2024 | კოკერილის 11 დებიუტანტი განაცხადში
ბორჯღალოსნების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა, 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრისთვის 34-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
გამოძახებულთა შორის 11 დებიუტანტია. ესენი არიან ბურჯები დავით აბდუშელიშვილი, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ახალაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი, 9 ნომრები გიორგი მარგალიტაძე და დავით ხუროშვილი, ფრთა შაკო აფციაური და ფულბეკი ლუკა ცირეკიძე.
გაფართოებულ რაზმში 20 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. მათი ნაწილი ეროვნულში 20-წლამდელებიდან დაწინაურდა, ნაწილმა გამოძახება პირველად მიიღო, გუნდის 2/3 კი გამოცდილი მორაგბეები არიან.
კოკერილს და მასთან ერთად რამდენიმე მოთამაშეს, ბორჯღალოსნებში დებიუტი 4 თებერვალს დესაუში, გერმანიასთან ექნება. შეხვედრა ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის დანარჩენ ორ თამაშს თბილისში, „ავჭალაზე“ გავმართავთ. 10 თებერვალს 14 საათზე ნიდერლანდებს, ხოლო 17 თებერვალს 16 საათზე ესპანეთს ვერკინებით.
ბორჯღალოსნების შემადგენლობა:
შერკინება: დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ირაკლი აფციაური (გრენობლი), გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), გიორგი ჩხარტიშვილი (შავი ლომი); ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი); გიორგი კერვალიშვილი (შავი ლომი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი).
ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), გიორგი მარგალიტაძე (შავი ლომი), დავით ხუროშვილი (კლერმონი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შაკო აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).