შანსი საზონოვს - ბონჯორნო მინიმუმ 1 თვეს გამოტოვებს
მიმდინარე სეზონში „ტორინოს“ ტრავმების მხრივ ბევრი პრობლემა აქვს. სხურსის გამოკლების შემდეგ, ალესანდრო ბონჯორნომ უკვე მეორე ტრავმა მიიღო.
„კალიარისთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ, ტურინელებმა ბონჯორნო მინიმუმ 1 თვით დაკარგეს. Toro.it-ის ცნობით, იტალიელმა მცველმა მხარი დაიზიანა და აღდგენას მინიმუმ თვე დასჭირდება, თუმცა უარესი ის არის, რომ მას ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც მოედანს 3-4 თვით ჩამოაშორებს.
გადაწყვეტილებას ფეხბურთელი და მისი აგენტი უახლოეს დღეებში მიიღებენ.
ეს ყველაფერი შანსია საბა საზონოვისთვის, რომელმაც „კალიარისთან“ კარგად ითამაშა და პრესისა და იურიჩის კარგი შეფასებაც დაიმსახურა.
ამრიგად, უკვე საკმაოდ დიდი შანსია, რომ საზონოვი თებერვლის თვეში „ტორინოს“ სასტარტოს უცვლელი წევრი გახდეს. ტურინელები თებერვალში 5 შეხვედრას გამართავენ: შინ „სალერნიტანასთან“ (4 თებერვალი), სტუმრად „სასუოლოსთან“ (10 თებერვალი), შინ „ლეჩესთან“ (16 თებერვალი), შინ „ლაციოსთან“ (22 თებერვალი) და სტუმრად „რომასთან“ (26 თებერვალი).
საზონოვის კომენტარი კალიარისთან მატჩის შემდეგ
„ჩემთვის ამ შეხვედრაში ყველაფერი კარგად წარიმართა. ერთი ზუსტი პასიც არ გამიკეთებია (იღიმის), თუმცა მთავარი გამარჯვება იყო.ბონჯორნოს დისკვალიფიკაცია? ეს ალბათ ჩემი შანსია. ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდის, მხოლოდ ვარჯიშზე ვარ კონცენტრირებული.
სალერნიტანასთან შეხვედრისთვის მოვემზადები, რომელშიც შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში მოვხვდე. ჩვენ ძალიან კარგი და ძლიერი დაცვის ხაზი გვყავს, თუმცა კონკურენცია კარგია, ასევე ჩემთვისაც, რადგან ჯერ ახალგაზრდა ვარ. ახლა კი ჩემს შანსს მივიღებ“.