ტიაგო მოტა, რობერტო დე ძერბი, იმანოლ ალგუასილი, რაფაელ მარკესი, ჯოვანი ვან ბრონკხორსტი, მიჩელი
Aa
Aa

ვინ შეცვლის ჩავის? - ესპანური მედია 6 ვარიანტს ასახელებს

„ბარსელონას’’ სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელს, რაფაელ მარკესს „ფუენლაბრადასთან’’ მატჩის შემდეგ ჰკითხეს ხედავს თუ არა თავს ჩავის შემცვლელად.

რაფაელ მარკესი: „ეს პროცესის ნაწილია. ვის არ უნდა „ბარსას’’ გაწვრთნა? მზადებას ვაგრძელებ, ეს ჩემი მხოლოდ მეორე სეზონია მწვრთნელის პოზიციაზე. „ბარსას’’ მმართველებს ფიქრისთვის დრო სეზონის ბოლომდე აქვთ. ასეთ შესაძლებლობაზე უარის თქმა არ შეგიძლია’’.

მსგავსი კითხვით „ბოლონიას’’ მთავარ მწვრთნელს, ტაიგო მოტასაც მიმართეს.

ტიაგო მოტა: „ბოლონიაში’’ მუშაობით სიამოვნებას ვიღებ, ჩემს ახლანდელ საქმეზე ვარ კონცენტრირებული. გეტყვით თუ რაიმე სიახლე იქნება, მაგრამ დღეს არაფერია’’.

რაფაელ მარკესი და ტიაგო მოტა „ბარსას'' ყოფილი ფეხბურთელები არიან.

მათ გარდა ჩავის შემცვლელთა სიაში „ბრაიტონის'' მთავარი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის კანდიდატურამაც გაიჟღერა, თუმცა დე ძერბის „ლივერპულსა'' და „მანჩესტერ იუნაიტედსაც'' უკავშირებენ.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ჩავის შემცვლელებად ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის („რეინჯერსის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი), მიჩელის („ჟირონას'' მთავარი მწვრთნელი) და იმანოლ ალგუასილის („სოსიედადის'' მთავარი მწვრთნელი) კანდიდატურებიც განიხილება.

შეგახსენებთ, კატალონიის „ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ პოსტს დატოვებს. ჩავიმ აღნიშნულ თემაზე „ვილიარეალთან'' მარცხის შემდეგ ისაუბრა:

„მსურს განვაცხადო, რომ 30 ივნისს მთავარი მწვრთნელის პოსტს დავტოვებ. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ რაფა იუსტესთან ერთად მივიღეთ. ვითარებას ცვლილება სჭირდება. მე, როგორც კლუბის ქომაგს მჯერა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები