ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

ჩეფერინი: რუსეთი ტურნირებს მიღმა დარჩება, სანამ ეს სიგიჟე არ დასრულდება

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ევროტურნირებიდან რუსული გუნდების მოკვეთის თაობაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა.

როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის საფეხბურთო კლუბებსა და ნაკრებებს 2022 წლის თებერვლიდან უეფას ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება შეუჩერდათ.

– თქვენ გადამწყვეტად აუკრძალეთ რუსულ გუნდებს ტურნირებში მონაწილეობა მანამ, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება. რამდენად დიდი ზეწოლაა თქვენზე ამ აკრძალვის შესამსუბუქებლად?

„ზეწოლა მხოლოდ მეორე მხრიდან მოდის: არ დაუშვან ისინი. მე არასოდეს განმიცდია ზეწოლა რუსეთის მხრიდან.

აკრძალვა იმოქმედებს მანამ, სანამ ომი გაგრძელდება. ეს არ მიხარია, რადგან ვწუხვარ სპორტსმენების გამო, მაგრამ ყველამ, მათ შორის უეფამ, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს სიგიჟე შეჩერდეს.

ამიტომ მათთვის ადვილი არ არის, ისინი მსხვერპლნი არიან.

ყოველთვის ცუდია სპორტსმენებისთვის, ყოველთვის ცუდია ადამიანებს შორის ურთიერთობისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ასეთ გიჟურ დროში ვცხოვრობთ. ძალიან ვღელავ. ის, რასაც მე გეოპოლიტიკაში ვხედავ, საშინელებაა“,

- განუცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა The Guardian-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესო | რა შეფასება მიიღო საზონოვმა კალიარისთან მატჩში
ერთ-ერთი საუკეთესო | რა შეფასება მიიღო საზონოვმა კალიარისთან მატჩში