ლუკა გუგეშაშვილი, ყარაბაღი
Aa
Aa

გუგეშაშვილის შორეული პასი - თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში „ქიაფაზი'' შინ „ყარაბაღთან'' 1:2 დამარცხდა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა ითამაშა. 61-ე წუთზე საკუთარი საჯარიმოდან შორეული პასი შეასრულა, თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა მან გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.

72-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, გუგეშაშვილმა და მისმა თანაგუნდელმა შეუთანხმებლად იმოქმედეს, ერთმანეთს ხელი შეუშალეს, ვითარებით ნიგერიელმა ოლავალე ონანუგამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 

დარჩენილ დროში „ყარაბაღმა'' მატჩი შემოატრიალა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ამავე შეხვედრაში კიდევ ერთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა, „ქიაფაზის'' სასტარტოში მათე კვირკვიამ 90 წუთი ითამაშა.

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში „ყარაბაღმა'' 20 მატჩში 47 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ზირას'' 17 ქულით უსწრებს.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ლუკა გუგეშაშვილმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის 20-დან მხოლოდ ხუთ შეხვედრაში ითამაშა. ლუკამ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 მატჩი ჩაატარა, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლევერკუზენის „ბაიერთან'' ცვლილებაზე ითამაშა. გარდა ამისა, მის აქტივში 1 მატჩია აზერბაიჯანის თასზე.

„ყარაბაღის'' სასტარტო შემადგენლობაში რუსი მეკარე ანდრეი ლუნევი მუდმივად თამაშობს, თუმცა დღეს სკამზე იჯდა.

მსგავსი სიახლეები