ფუტსალი: უეფამ საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან მოგებაც გაუუქმა
Aa
Aa

ფუტსალი: უეფამ საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან მოგებაც გაუუქმა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო ტურის შეხვედრაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ პორტუგალიის ნაკრებთან მოგებაც (2:1) გაუუქმეს და ტექნიკური მარცხი 0:5 ჩაუთვალეს.

ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, ამ შეხვედრამდე ავთანდილ ასათიანის გუნდი ლეგიონერების ლიმიტის დარღვევისთვის უეფამ უკვე დასაჯა და ფინეთთან ორივე და პორტუგალიასთან სტუმრად ჩატარებულ მატჩებში ტექნიკური მარცხი 0:5 ჩაუთვალა.

რაც შეეხება ამჯერად პორტუგალიასთან მეორე მატჩშიც 0:5-ის ჩაწერას, ავთანდილ ასათიანმა ბოლო ტურში ლეგიონერებიდან მხოლოდ რონინიო და ჩიმბა ათამაშა. უეფა-მ კი საქართველოს ნაკრებში ჩიმბას თამაში რეგლამენტის 38-ე მუხლის დარღვევად მიიჩნია და გუნდს წაგება ჩაუთვალა.

კიდევ ერთი სამწუხარო რამ, ამ ყველაფრის შედეგად, საქართველოს ნაკრები უეფა-ს რეიტინგში მე-9 ადგილიდან მე-17 ადგილამდე დაქვეითდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესო | რა შეფასება მიიღო საზონოვმა კალიარისთან მატჩში
ერთ-ერთი საუკეთესო | რა შეფასება მიიღო საზონოვმა კალიარისთან მატჩში