გიორგი მამარდაშვილი, იან ობლაკი
Aa
Aa

„ორი მხეცი“ - ესპანური AS-ის სტატია მამარდაშვილსა და ობლაკზე

ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი, ლა ლიგაში კვირას (23:55) „ატლეტიკოსა“ და „ვალენსიას“ შორის გასამართი ტურის ცენტრალური მატჩის წინ, იან ობლაკისა და გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

მამარდა და ობლაკი ამ მატჩს 7-7 მშრალი შეხვედრით ხვდებიან. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და კვირას დიდი დაპირისპირება გველის.

მადრიდულმა გამოცემამ ობლაკისა და მამარდაშვილის შესახებ აზრის გამოთქმა კლუბების ყოფილ მეკარეებს ხოსე მანუელ სემპერეს, უნაი ალბასა და აბელ რესინოს სთხოვა.

„ობლაკი და მამარდაშვილი - ანუ აწმყო და მომავალი. ორი ტანმაღალი მეკარე მსგავსი სათამაშო მახასიათებლებით. კვირას მეტროპოლიტანოზე ევროზონისთვის მებრძოლი ორი გუნდი დაუპირისპირდება. თუ, ატლეტიკოსთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ვალენსიასთვის ევროზონა ოცნებაა და ამ ოცნების ახდენისკენ მიმავალ გზაზე უდიდესი წვლილი სწორედ მამარდაშვილს მიუძღვის, რომელმაც ამ სეზონში კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.

ზუსტად მსგავსი მაჩვენებელი აქვს ობლაკსაც, თუმცა მისგან განსხვავებით, ქართველს ამ შედეგის დასაფიქსირებლად გაცილებით დიდი შრომა მოუხდა. მამარდაშვილს 24 სეივი აქვს, ობლაკს კი 16“.

აბელ რესინო: 

„იან ობლაკი უკვე შემდგარი მეკარეა. მამარდაშვილი კი არც ისე დიდი ხანია, რაც ლა ლიგაშია, თუმცა მას კარგ მეკარედ მივიჩნევ. ორივე მათგანს მსგავსი მახასიათებლები აქვს. ორივე მაღალია და მაღალ ბურთებზე კარგად მოქმედებენ, ასევე ძელებს შორისაც.

ვალენსიას ფეხბურთელებმა იციან, რომ მათ ზურგს უკან კარი საიმედოდ არის დაცული და თავდაჯერებულად თამაშობენ. ვფიქრობ, მამარდაშვილი გუნდში საკვანძო მოთამაშეა. ვფიქრობ, ქართველი რამდენიმე წელში კიდევ უფრო დიდ გუნდში ითამაშებს“.

უნაი ალბა:

„ორივე მათგანს მსგავსი მახასიათებლები აქვთ. ვგულისხმობ დარტყმის მომენტში არსებულ სიტუაციას, ხელებით თამაშს. მათი სეივები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ისინი ნამდვილი მხეცები არიან. შესაძლოა ობლაკი ჰაერში თამაშისას უფრო ძლიერია, თუმცა მამარდაშვილი უფრო უშიშარია. მისი შეცდომები კი ახალგაზრდობიდან გამომდინარეობს. კიდევ ერთი რაშიც ისინი ჰგვანან, არის მშვიდი ხასიათი. მეკარის ეს ჩვევა გუნდზე ყოველთვის დადებითად მოქმედებს და კოლექტივს თავდაჯერებას მატებს“.

ხოსე მანუელ სემპრე:

„მამარდაშვილი ვითარდება და მისი ასაკიდან გამომდინარე საოცარ რაღაცებს აკეთებს. ვფიქრობ, ქართველი სრულყოფისკენ სწრაფვას გააგრძელებს. მსგავსება? სიმაღლით ერთმანეთს ჰგვანან. ობლაკი უფრო მეტად მშვიდია, ალბათ ასაკიდან გამომდინარე. ქართველს კი მეტი გამოცდილება სჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო“ ლა ლიგაში 41 ქულით მე-4 ადგილზეა. „ვალენსია“ კი 32 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესო | რა შეფასება მიიღო საზონოვმა კალიარისთან მატჩში
ერთ-ერთი საუკეთესო | რა შეფასება მიიღო საზონოვმა კალიარისთან მატჩში