საბა საზონოვი: ყველაფერი კარგად წარიმართა, შესაძლოა სასტარტოში მოვხვდე
იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში ტურინის „ტორინო“ „კალიარის“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ტურინელებს სამი ქულის მოპოვებაში საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვიც დაეხმარა, რომელიც მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა და გუნდი გაშვებული გოლისგან რამდენჯერმე იხსნა.
მატჩის შემდეგ, საბამ „ტორინოს“ ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა და თავისი თამაში შეაფასა.
„ჩემთვის ამ შეხვედრაში ყველაფერი კარგად წარიმართა. ერთი ზუსტი პასიც არ გამიკეთებია (იღიმის), თუმცა მთავარი გამარჯვება იყო.
ბონჯორნოს დისკვალიფიკაცია? ეს ალბათ ჩემი შანსია. ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდის, მხოლოდ ვარჯიშზე ვარ კონცენტრირებული. სალერნიტანასთან შეხვედრისთვის მოვემზადები, რომელშიც შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში მოვხვდე. ჩვენ ძალიან კარგი და ძლიერი დაცვის ხაზი გვყავს, თუმცა კონკურენცია კარგია, ასევე ჩემთვისაც, რადგან ჯერ ახალგაზრდა ვარ. ახლა კი ჩემს შანსს მივიღებ“.
საბამ ეროვნულ ნაკრებზე და წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოზეც ისაუბრა.
„ეს აღიარება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სეზონი კარგად ჩავატარე, ასევე 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზეთ. დიახ, მე საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დამასახელეს, კვარა კი საუკეთესო ფეხბურთელად. ორივენი სერია A-ში ვთამაშობთ და ეს ჩვენთვის კარგია. ვფიქრობ, სერია A-სთვისაც“.
Saba Andreevič Sazonov (San Pietroburgo, 1º febbraio 2002) è un calciatore georgiano, difensore del Torino e della nazionale georgiana.
— Torino Football Club (@TorinoFC_1906) January 26, 2024
Ha respinto ???????????????????? ⚔#SFT | #CagliariTorino pic.twitter.com/hptt6Wn0Zs
შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ 4 თებერვალს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. მატჩი 15:30 საათზე დაიწყება. ალესანდრო ბონჯორნოს დისკვალიფიკაციის ფონზე, მოსალოდნელია, რომ საზონოვი სასტარტოში იქნება.
„ტორინო“ ამჟამად 31 ქულით მე-10 ადგილზეა და ევროზონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
საზონოვის ყველა მომენტი VS კალიარი