კარიერის რეკორდი - ლუკა დონჩიჩმა ატლანტას 73 ქულა ჩაუგდო
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „მემფისთან“ დაძაბულ ბრძოლაში 106:107 დამარცხდა. გოგას მწვრთნელის გადაწყვეტილებით არ უთამაშია. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ კი „პორტლენდთან“ 100:116 დამარცხდა. სანდრომ 1:15 წუთი ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.
ამჯერად ლიგაში ყველაზე საინტერესო შეხვედრა „დალასსა“ და „ატლანტას“ შორის შედგა, რომელიც „მავერიკსმა“ 148:143 მოიგო.
„დალასის“ სლოვენიელმა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა NBA-ში კარიერის მატჩი ჩაატარა. ლუკამ 44:43 წუთი ითამაშა, მისი მონაგარი კი 73 ქულა, 10 მოხსნა და 7 გადაცემა იყო. მისთვის ეს ლიგაში ყველაზე შედეგიანი თამაში და ავტომატურად პირადი რეკორდია.
„ატლანტას“ მხრიდან ტრეი იანგს 30 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. „ჰოუკსმა“ ზოგადად კარგად ითამაშა, გუნდური კალათბურთი აჩვენეს და 6-მა მოთამაშემ 10+ ქულა გაიფორმა, თუმცა დონჩიჩის შეჩერება ვერავინ შეძლო.
„დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში 45 მატჩის შემდეგ, 25 მოგებითა და 10 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. „ატლანტა“ კი აღმოსავლეთში 18 მოგებითა და 27 მარცხით მე-10 ადგილზეა.