საბა საზონოვი
Aa
Aa

„სეზონის საუკეთესო მატჩი ჰქონდა“ | რა დაწერა იტალიურმა პრესამ საზონოვის თამაშზე

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში, საბა საზონოვის „ტორინო“ „კალიარის“ სტუმრად დაუპირისპირდა. „გრანატამ“ 2:1 იმარჯვა, ქართველმა ფეხბურთელმა კი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და იტალიურ პრესას მისი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

Calciomercato: „მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, საზონოვი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც გუნდი ორჯერ გადაარჩინა“.

Virgilio: „ვანია მილინკოვიჩ-სავიჩის საჯარიმოს მისადგომებთან გადამწყვეტი იყო“.

Toro: „იურიჩმა მოედანზე 77-ე წუთზე, ვიოლას გოლის შემდეგ შეიყვანა, რათა ანგარიში შეენარჩუნებინა და ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარ მოვალეობას თავი ძალიან კარგად გაართვა. ბოლო წამებზე, მან კარგად ითამაშა და სახიფათო მომენტი თავით განმუხტა“.

Eurosport: „ბოლო წუთებზე განმუხტული ორი გადამწყვეტი მომენტის წყალობით, მან სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა“.

აღსანიშნავია, რომ ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.1 დაუწერა, რაც 77-ე წუთზე გამოჩენილი მოთამაშისთვის მშვენიერი შედეგია. სხვათა შორის, „ტორინოს" მომდევნო შეხვედრა 4 თებერვალს, „სალერნიტანას" წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქვილითაიასა და დვალის გოლებით | აპოელის გამარჯვება კვიპროსის ჩემპიონატში
ქვილითაიასა და დვალის გოლებით | აპოელის გამარჯვება კვიპროსის ჩემპიონატში