ვეტერანთა თასი - საქართველოს ნაკრებმა ნორვეგია და უკრაინა დაამარცხა
ნორვეგიის ქალაქ ლაერდალში ვეტერანთა ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს. ჩვენი გუნდის ღირსებას გიორგი ლომაია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი განუგრავა, ალექსანდრე კობახიძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე და ლევან მჭედლიძე იცავენ.
ტურნირის პირველ დღეს ჯვაროსნებმა 2 შეხვედრა გამართეს და ორივე გამარჯვებით დაასრულეს.
ტურნირის გახსნით მატჩში, ჩვენი ნაკრები მასპინძელ ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხა. გოლები ლევან მჭედლიძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა და გიორგი ნავალოსკიმ გაიტანეს.
მეორე დაპირსპირებაში ქართველმა ვეტერანებმა ტურნირის მოქმედ ჩემპიონებს, უკრაინელებს ანგარიშით 3:2 მოუგეს. მეტოქის კარი დავით სირაძემ, ალექსანდრე იაშვილმა და გიორგი ნავალოსკიმ აიღეს.
ალექსანდრე იაშვილი
ალექსანდრე კობახიძე
ჩემპიონატი ხვალ გაგრძელდება და ჩვენი ნაკრები ფარერებისა და ფინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.